logo_geo
რატომ არ ვსაუბრობთ იმ ბერებზე, რომლებიც დღესაც სახედრებზე ამხედრებულნი დადიან?!
- +

31 იანვარი. 2018. 15:45


 

ფეისბუქ-გვერდი „დიდება უფალს"  სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბერების ფოტოს და ემოციურ პოსტს.


„წაიკითხეთ ბოლომდე... ამ სურათში განსაკუთრებული და ახალი არაფერია. უამრავი მონასტერია, სადაც ბერები ფიზიკურად შრომობენ, საკუთარი ოფლით იღებენ ლუკმაპურს, თუმცა სამწუხაროდ, ქართველები ისე დავბრმავდით, რომ მხოლოდ უარყოფითს ვხედავთ, იმაზე ვინ ფიქრობს, რომ მათ ლოცვაზე დგას ჩვენი სამშობლო, როდესაც ჩვენ ტკბილად გვძინავს ან ფეისბუქზე მათ ვაკრიტიკებთ, ვინ იცის, რამდენი ასეთი ბერი თუ მღვდელი ლოცულობს ჩვენთვის, რამდენ უძილო ღამეს ატარებენ ჩვენთვის. რატომ არ ვსაუბრობთ იმ ბერებზე, რომლებიც დღესაც სახედრებზე ამხედრებულნი დადიან? რატომ არავის გვახსენდება ის ბერები, რომლებიც ღამეებს ძირს მწოლიარენი ატარებენ, მათი ბალიში კი ხშირად აგურია? ისინიც ხომ ადამიანები არიან, მათაც ხომ უნდათ ნუგეში, მათ ჩვენი სტკივათ, ჩვენ კი სამწუხაროდ, არ გვტკივა მათი. როდესაც გავიგებთ, რომ ესა თუ ის სასულიერო პირი ცუდ საქციელშია შემჩნეული, სიხარულით ვივსებით, თითქოს ამით ჩვენ გვემატებოდეს რამე. ჩასაფრებულები ვართ, რომ რომელიმე მათგანი გამოვიჭიროთ ცოდვაში და შემდეგ მთელ ქვეყანას მოვდოთ ეს.

აბა, დავფიქრდეთ, ბოლოს როდის ვთქვით „ღმერთო გააძლიერე ჩვენი სასულიერო დასიო". იქნებ არასდროს გვითქვამს?! დიახ, მათაც სჭირდებათ ჩვენი ლოცვა. ნუ ვიქნებით უმადურნი, მადლიერნი ვიყოთ უფლის, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი ჭეშმარიტი ბერია, მათი არსებობა გარანტიაა ჩვენი სიმშვიდისა. ღმერთმა გააძლიეროს ყოველი ჭეშმარიტი მოღვაწე", - ნათქვამია ფეიბუქ-გვერდზე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი