logo_geo
მამა თეოდორე შვილმკვდარ დედებს: ცოტათი მოითმინეთ, ოღონდ ბრძოლაში და არა სასოწარკვეთილებაში და თქვენს შვილებთან ერთად იქნებით
- +

5 აპრილი. 2018. 13:27

 

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე შვილმკვდარ დედებს მიმართავს და ანუგეშებს მათ, რომ ყველაფერი სიკეთით დასრულდება და ისინი თავიანთ შვილებთან ერთად იქნებიან.

„მე შვილმკვდარ დედებს ვესაუბრები: რა არის იმაზე ძვირფასი, იმაზე ტკბილი, თუ არა შვილი და აი, თქვენ გეუბნებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი სიკეთით დასრულდება, ბედნიერები იქნებით თქვენს შვილებთან ერთად.

ცოტათი მოითმინეთ, ოღონდ მოითმინეთ ბრძოლაში და არა სასოწარკვეთილებაში და ჩვენი ტკბილი იესუ, რომელიც კვდებოდა რა, თითოეული ადამიანი გათვალისწინებული ჰყავდა, თითოეული ადამიანი!

ადამიანზე ძვირფასი არაფერი არ არის.

ჩვენი ტკბილი იესო არ დატოვებს თქვენს შვილებს ღვთის მადლის გარეშე და აუცილებლად ერთად გამყოფებთ იმ სიხარულში და იმ ბედნიერებაში, რომელიც ღმერთმა განგვიმზადა და რომელზეც პავლე მოციქული ამბობს:

ისეთი სიხარული განგვიმზადაო ღმერთმა თავის მოყვარეს, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია და არც გულს შეხებია.

ღმერთმა აი, ამ სიხარულში დაამკვიდროს ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და თითუეული ჩვენთაგანი, ამინ!“ – იქადაგა მამა თეოდორემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი