logo_geo
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება
- +

6 აპრილი. 2018. 16:13

 

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება. გარდამოხსნის წესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პატრიარქის თანამოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

 

ტაძრის შუაგულში დაბრძანებულია სადგამი, რომელიც საფლავს განასახიერებს. სადგამის გარშემო ლანგრებზე დალაგებულია წითელი კვერცხები და პასკები.

 

გარდამოხსნას პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს, მას ტაძარში სამჯერ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ.

 

წითელ პარასკევთან დაკავშირებით ტაძარში სპეციალური ლოცვები და საგალობლები შესრულდება.

 

 

 

big_banner
არქივი