logo_geo
დაცულ ტერიტორიებზე ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა
- +

3 მაისი. 2018. 10:42

 

კოლხეთის ეროვნულ პარკში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა, რომლის მეშვეობითაც მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი დგინდება.

 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

 

დასავლეთ საქართველოში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ამ დროისთვის, ჯამში 5 000 ფერომონია დამონტაჟებული.

 

საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე" ტექნოლოგიის სადგურები განლაგდება.

 

ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის, დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა. მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტების მიხედვით, შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

 

 

 

big_banner
არქივი