logo_geo
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს!
- +

6 მაისი. 2018. 10:49

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

 

 

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

 

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს.

 

წმინდა გიორგი ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი