logo_geo
ილია მეორე: ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ
- +

7 იანვარი. 2017. 00:50



საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის საშობაო ეპისტოლეში მოსახლეობას ავის და კარგის გარჩევისკენ მოუწოდა.


„წერილში გაცხადებული მცნებებისა და სწავლებების გათავისება, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს და ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ.

 

საღვთო ზნეობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება.

 

სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი ... ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას", -  ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს 2017 წლის 7 იანვრის საშობაო ეპისტოლეშია საუბარი.


 

big_banner
არქივი