logo_geo
წმინდა პაისის ერთ-ერთი სასწაული
- +

22 ივლისი. 2018. 12:16

 

 

karibche.ambebi.ge წმინდა პაისის ერთ-ერთი სასწაულის შესახებ წერს:

 

„ერთი მძღოლი რეგიონიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა. იგი ერთმა მოხუცებულმა მონაზონმა გააჩერა და ჰკითხა: „ყმაწვილო, თესალონიკამდე გამიყოლებ?“. „რა თქმა უნდა, მობრძანდით“, – უპასუხა მძღოლმა. ის მარტო იყო. მონაზონი მის გვერდით დაჯდა და მიუხედავად იმისა, რომ მას არ იცნობდა უთხრა: „კოსტა, ფილტვებზე სიმსივნის საწყისი სტადია გაქვს. საავადმყოფოში წადი და მის შეჩერებას მოასწრებ“. და მაშინვე გაუჩინარდა. მძღოლი გაოგნდა. რამდენიმე ნაცნობს გადაურეკა და უამბო რაც შეემთხვა. მას რამდენიმე ფოტოსურათი მოუტანეს და ჰკითხეს, რომელიმე მონაზონი ხომ არ იყო; მან მამა პაისი ამოიცნო. მძღოლი მართლაც წავიდა საავადმყოფოში. გამოკვლევების შედეგად ექიმებმა ფილტვებზე სიმსივნის საწყისი სტადია დაუდგინეს, მაშინ, როდესაც ავადმყოფი ტკივილს საერთოდ არ გრძნობდა.

 

ეს ადამიანები, რომელნიც ღმრთის წმინდანები არიან, სიკვდილის შემდეგაც ჩნდებიან და სახარების ჭეშმარიტებას ისევ ადასტურებენ.“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი