logo_geo
ილია მეორე: არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არა აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა...
- +

25 ივლისი. 2018. 03:45

 

 

„არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს და არც არავის აქვს უფლება, ქართული მიწა გაყიდოს“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც სამიწათმოქმედო კულტურების თაობაზე შეხვედრა გაიმართა.

 

„უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის – არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს - აქვს უფლება, გაყიდოს ქართული მიწა. მე მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ხალხს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ისინი თხოულობენ მოქალაქეობას და იმათ არ აძლევენ მოქალაქეობას. ისინი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში“, - განაცხადა ილია მეორემ.

 

 

big_banner
არქივი