logo_geo
ილია მეორე: ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები
- +

10 თებერვალი. 2019. 15:59

 

 

„ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

„თქვენ ხედავთ მთელს მსოფლიოში მღელვარებაა. მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა.

 

როდესაც მღვდელი, დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს, აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული, გონება ღვთისაკენ და ეს მადლი ღვთისა დაგვეხმარება ჩვენ. დაგვეხმარება, რომ ვსცნოთ თავი თვისი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა", - ბრძანა პატრიარქმა.

 

ამასთან, უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგების დასასრულს აღნიშნა, რომ დიდი მარხვის დღეები მოახლოვდა და მომავალი კვირიდან დიდი მარხვის საგალობლები იგალობება.

 

 

 

big_banner
არქივი