logo_geo
სიონის ტაძარში ილია II სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- +

15 თებერვალი. 2019. 10:46

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

 

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს მირქმის დღესასწაულს მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს.

 

ტაძარში წინასწარ მომზადებულია სუფრა, პურითა და ტკბილეულით, რომელსაც პატრიარქი წირვის შემდეგ აკურთხებს. ნაკურთხი პური და ტკბილეული კი მრევლს გაუნაწილდება.

big_banner
არქივი