logo_geo
ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს...
- +

14 აპრილი. 2019. 14:34

 

 

დღეს მართლმადიდებელი სამყარო მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრევლი დალოცა და მარიამ მეგვიპტელს შესთხოვა, მშვიდობა და მოთმინება მოგვცეს.

 

„დღევანდელი კვირა არის მარიამ მეგვიპტელის ხსენების. მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით, ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა და დაემსგავსა ანგელოზს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ ის ფეხით გადადიოდა მდინარეზე, როგორც დედამიწაზე. შევთხოვთ წმინდა მარიამ მეგვიპტელს, რომ მოგვცეს მშვიდობა, მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი