logo_geo
ილია მეორე: მთელი ერი მოხარულია, რომ საქართველო იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი
- +

12 მაისი. 2019. 14:45

 

 

„მთელი ერი მოხარულია, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი - მოხარული ვარ, რომ ამას ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იზიარებს“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ გამართულ ცერემონიალზე განაცხადა.

 

„თვით განგებამ ინება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო. როცა მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა დედამ. მას წილად ხვდა ივერია და იმ დღიდან საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის“, - ბრძანა ილია მეორემ.

 

 

big_banner
არქივი