logo_geo
ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისთვის
- +

3 ნოემბერი. 2019. 13:34

 

„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება - მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან“, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

 

„ჩვენთან არს ღმერთი. მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი. მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ მადლს და წყალობას. დალოცვილი იყავით მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“, - პატრიარქმა.

 

 

 

big_banner
არქივი