logo_geo
დღეს მთავარანგელოზობაა
- +

21 ნოემბერი. 2019. 11:30

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წმინდა მთავარანგელოზების: მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა - გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.

 

წმინდა მთავარანგელოზების კრების აღნიშვნა IV საუკუნის დასაწყისში ლაოდიკიის კრებაზე გადაწყდა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა.

 

მთავარანგელოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.

 

 

big_banner
არქივი