logo_geo
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

13 დეკემბერი. 2019. 11:54

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სამების საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს.

 

სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო.

 

საქართველოში წამოსვლამდე ანდრია მოციქულს ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ მას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში უნდა ექადაგა.

 

მის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

 

 

 

big_banner
არქივი