logo_geo
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ჩვენს მამას თავი დაანებეთ, არავის მივცემთ უფლებას, ხელებით შეეხოს დედა ეკლესიას
- +

21 იანვარი. 2020. 13:32

 

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოთქმულ მიუღებელ განცხადებებს აფასებს.

დეკანოზის განმარტებით, დღეს ჩვენს სულიერ მამას ის ადამიანები ებრძვიან, რომლებმაც არ იციან, რა არის ეკლესია. მისი თქმით, დღეს ეკლესიას მრავალი ერთგული შვილი ჰყავს, რომელიც მზადაა, სიწმინდეს და თავისუფლებას შეეწიროს.

 

უახლოეს წარსულს რომ გადავხედოთ, რომელიც ჩვენს თვალწინ მოხდა, მრავალი ფარისეველი ხელშემწყობი იყო ჩვენი ქვეყნის დაქცევისა. უმრავლეს მათგანს სახარებაც კი არ აქვს წაკითხულიისინი დღეს ცდილობენ, ერთ ადამიანს ებრძოლონ, რამეთუ ეს ადამიანი, მათი გაგებით, საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, თავისი მსოფმხედველობით, პასიურია. რომელიმე მათგანს თუ წაუკითხავს პატრიარქის ერთი ეპისტოლე?

 

ჩვენი პატრიარქი  აქტიური საზოგადო მოღვაწეა. გარდა იმისა, რომ იგი სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობას იღებს, ნებით თუ უნებლიეთ, ზოგს სურვილი აქვს თუ არა, იგი აქტიური მღვდელმთავარია. ყოველთვის წირავს, იმდენს, რასაც ზოგიერთი მღვდელი არ წირავს, მათ შორის მეც. წირვა ფიზიკურად დამქანცველია, მით უმეტეს ასაკოვანი ადამიანისათვის, რომელსაც მძიმე  ცხოვრება აქვს გამოვლილი. იგი ყოველ წირვაზე ქადაგებს და მოუწოდებს ერს. ეს ქადაგებები ტაძარში წირვაზე ისმინება. ეკლესიის მოწოდებას ყური დაუგდეთ, მოუსმინეთ და შეასრულეთპატრიარქი ყოველთვის ქადაგებს.

 

რას აკეთებს პატრიარქი? გამოდიან და დასცინიან. თუ ტაძარში არ მიდიხარ, როგორ გაიგებ?  იცი საერთოდ, რა არის ქრისტიანობა, აღსარება, უფალთან ერთობა ზიარებით?  

 

საქმე იმაშია, რომ გველი კი სისინებს, რომელიც ბრძენია, მაგრამ ეგ ბოროტი სიბრძნეაუგუნურებასთან თანაზიარნი ვერ ხვდებიან, რომ პატრიარქთან ბრძოლას შედეგი არ ექნება. იმიტომ, რომ პატრიარქის უკან დგას ეკლესია. დღეს ეკლესიას იმდენი ერთგული შვილი ყავს, რომ მას ფიზიკურადაც ვერ დააჩოქებ. უამრავი ადამიანი მზადა, სისხლი დაღვაროს ეკლესიის სიწმინდისათვის, თავისუფლებისათვის. არავის მივცემთ უფლებას, ხელებით შეეხოს დედა ეკლესიას. ჩვენ მამას თავი დაანებეთ. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულიარაც მეტად შეეხებიან წმინდა ეკლესიას ბინძური ხელებით, მით ძლიერად განიფერთხავს მათ. დღეს ეკლესია გაცილებით ძლიერია, ვიდრე გუშინ იყო“, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

 

big_banner
არქივი