logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: სიძულვილის ენამ სოციალური მედიის სახით მოკავშირე შეიძინა
- +

22 იანვარი. 2020. 23:42

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იერუსალიმში მუზეუმ "სიონის მეგობრებში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სიძულვილის ენამ სოციალური მედიის სახით მოულოდნელი მოკავშირე შეიძინა. სოციალურ მედიაში ანონიმურობა და უპასუხისმგებლობა ადამიანებს ნებას რთავს გამოხატონ ის, რისი გამოხატვაც არ უნდა იყოს ნებადართული. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ანტისემიტიზმის პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის არასდროს ყოფილა ეთნიკური თუ რელიგიური დისკრიმინაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა საქართველოს იდენტობის ნაწილი გახდა, მეოთხე საუკუნიდან კი ის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

 

"რელიგიას არასდროს დავუნაწევრებივართ, - პირიქით,   ურთიერთპატივისცემისა და მრავალფეროვნების განმსაზღვრელი იყო. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კავშირის საფუძვლებშია. ებრაელებმა, რომლებიც, მათი ტაძრის განადგურების შემდეგ, საქართველოში ეძებდნენ თავშესაფარს, იმდროინდელ წარმართულ ქართულ საზოგადოებაში მონოთეიზმი შემოიტანეს. ამავე დროს, ებრაელებმა შემოიტანეს წინასწარმეტყველ ელიას სამოსელი, მოგვიანებით კი იესოს წმინდა კვართი შემოიტანეს მაშინდელ დედაქალაქ მცხეთაში. მცხეთა ახალ იერუსალიმად გახდა ცნობილი. მე-15 საუკუნესა და მე-16 საუკუნის დასაწყისში  საქართველომ თავშესაფარი შესთავაზა ებრაელთა შემდეგ ტალღას:  მათ, ვინც გამოექცა ესპანურ დევნასსაქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველი ებრაელები წარმოადგენდნენ ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობის ნაწილს - იმ მოძრაობისა, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს მოამზადა დამოუკიდებლობის აღდგენა და მონაწილეობა მიიღო 1918 წელს ახალი ქართული სახელმწიფოს დაარსებაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმში ამერიკული ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო - „სიონის მეგობრების“ საზეიმოდ გადაეცა.

 

 

 

 

big_banner
არქივი