logo_geo
პატყრიარქი: ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა
- +

27 იანვარი. 2020. 14:53

 

 

„მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის”, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვაზე მრევლს.

 

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და მათთან ერთად იგალობა.

 

„არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი, იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა. წმინდა ნინომ ინება და 5 წუთში დავწერე ეს საგალობელი. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი. გეძლევათ კურთხევა, ყოველ დღე იგალობოთ ეს საგალობელი და წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი“, – ბრძანა პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი