logo_geo
ილია მეორე: ნურაფრის გეშინიათ, უფალი ჩვენთან არის, უფალი წყალობს საქართველოს
- +

15 ნოემბერი. 2016. 16:23


გაზეთი „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებისას წარმოთქმულ სიტყვას აქვეყნებს, სადაც უწმინდესი ბრძანებს, რომ მსოფლიო განსაცდელშია, მაგრამ ღვთისმშობელი მფარველობს საქართველოს და არ დაუშვებს, რომ ქართველი ერი დაეცეს.



„ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, განაკუთრებულ დროს, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ, როდესაც ადამიანებმა განიცადეს დიდი განცდები, გამოცდები და ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია და შიშით არის შეპყრობილი. მინდა ღვთის წყალობით მოგმართოთ, რომ ნურაფრის გეშინიათ, უფალი ჩვენთან არის, უფალი სწყალობს საქართველოს. მართალია, განსაცდელი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ დაეცეს ქართველი ერი", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.


 

big_banner
არქივი