logo_geo
მეუფე გერასიმე: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმის ნაწილი ზუგდიდშია
- +

26 თებერვალი. 2020. 15:13

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმის ნაწილი ზუგდიდშია, - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მეუფე გერასიმეს თქმით, თმა ვენეციაში, სან მარკოს ტაძარში ინახებოდა და ერთ-ერთი ვიზიტისას იტალიელ მეგობარს ჰკითხა, სმენოდა თუ არა ამ ამბის შესახებ.

 

„ეს არის პიროვნება, რომელმაც ძალიან ბევრი სიწმინდე შემოწირა ჩვენს ქალაქს უანგაროდ. მან მითხრა, რომ კი, არსებობს ასეთი რამ და გავიდა მის სამუშაო ოთახში, გამოიტანა და გადმომცა მე ეს ნაწილი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა. ეს თმა დღეს არის ზუგდიდში“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

 

მისივე თქმით, 20 თებერვალს ერთობლივი წირვა ჩაატარეს და სიწმინდე გამოიტანეს, რათა ღვთისმშობლისთვის ეთხოვათ მფარველობა და გაეგოთ, მიდიან თუ არა სწორი ნაბიჯით, აკეთებენ თუ არა იმას, რაც ღმერთის ნებაა და ღვთისმშობლისთვის მისაღები.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვა შედგა. ეპარქიის ინიციატივით, მოზაიკა ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა

წყარო : wyaro
big_banner
არქივი