logo_geo
ტყეში ნაპოვნი ტაძარი, სადაც წმინდა ნინო მეფის სამოსშია გამოსახული
- +

11 მარტი. 2020. 10:50

 

 

სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესიას უჩვეულო ბედი ხვდა წილად.  მისი პირველადი სახის შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ვფლობთ. მკვლევართა ვარაუდით  ტაძარი მეხუთე-მეექვსე საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო აღდგენის და განახლება მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებით თარიღდება

 

 

შემორჩენილია ბერძნული წარწერა-სტეფანე პირველმოწამის ტროპარი. ვარაუდობენ, რომ ტაძარი ძველად სწორედ სტეფანე პირველმოწამის სახელობისა იყო.

 

 

თქმულების მიხედვით ტაძარი  ვინმე ოჩიგავამ ტყეში ყოფნის დროს აღმოაჩინა. შენობის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს და მის გარშემო სოფელი სეფიეთი განვითარდა.  ისტორია შესაძლოა გარკვეულ რეალობას ასახავდეს, რადგან დღევანდელი სეფიეთი ბერძნულ-სპარსული ომის ეპიცენტრში იმყოფებოდა. ეკლესია აბაშა-მარტვილის გზაზე, აბაშიდან 12 კმ-ის დაშორებით ციხე-გოჯის მახლობლადაა განლაგებული.

 

სოფლის სახელწოდება კი  თავადის ქალ სეფე ოჩიგავას  უკავშირდება,  „რომელიც მკურნალი და მენელსაცხებლე ყოფილა.

 

 

წმინდა ნინოს უჩვეულო ხატი. ის მეფის გვირგვინით და შესაბამისი სამოსითაა წარმოდგენილი.

 

„დაიხატა ეკლესია ესე კოპალაძემა ჭყონდიდელმა ზოსიმე. შეუნდვეს ღმერთმან ამინ. ეს ჭყონდიდელი მარტვილშიც ყოფილა დახატული მაგრამ იქ მთლიანად გაფუჭებულია მხატვრობა. სამხრეთის კედელზედ წარწერა ყოფილა. რომელიც არ იკითხება ქვემოთ კი ასე სწერია: „—-„ და ესე ჭილაძემა აბრამი. მერმე მე ჭყონდიდელმან ზოსიმე კოპალაძემან დავხატვინე ესე ამინ“

 

 

ამ წარწერის მიხედვით პირველი დამხატავი სეფიეთის ეკლესიისა ეკვტრის, ერთერთ ყოფილა აბრამ ჭილაძე

 

 

ყურადღებას იპყრობს ხატვის თავისებური მანერა და ხელოვნება.  დროს ვერ გადაურჩა  ბევრი მათგანი,მაგრამ რაც გადარჩა ერთობ საინტერესოა.

 

 

ეკლესია ბოლშევიკების სამიზნეც გახდა. მას  მწარე ვერდიქტი გამოტანილი ქონდა, მაგრამ სერგი მაკალათიამ უდიდესი ძალისხმევით გადაარჩინა ტაძარი და თავისი  ხელფასიდან მომვლელი ქალბატონიც დაიქირავა.

 

 

68094507

 

 

11949428_802402076539001_6582684306337608400_n

 

 

12241445_839118646200677_5000676528548894832_n

 

 

11892174_802399466539262_5457553781582141571_n

 

 

 

11903782_802401169872425_475362815436901591_n

 

 

68094507

 

 

 


68094522

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი