logo_geo
მამა ანდრია ჯაღმაიძე: ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში ან ირანში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი კოვზი გახდა.
- +

21 მარტი. 2020. 01:29

 

 

„ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ან ჩინეთში, ან ირანში, ან იტალიაში, სწორედ კოვზი გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი. ამიტომ დაველოდოთ ვითარება როგორ განვითარდება, შევხედოთ“, — ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კითხვას, აიღებს თუ არა ეკლესია პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას გავრცელდეს.

 

დღეს, 20 მარტს სინოდმა განაჩინა, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. მათი თქმით, ეკლესიის წევრისთვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება, ყოვლად მიუღებელია. გარდა ამისა, მათი თქმით, ყველა საეკლესიო ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და აღდგომის წირვაც არ გაუქმდება.

 

სინოდი აცხადებს, რომ საუკუნეების მანძილზე არაერთი განსაცდელი, მათ შორის, ომები და ეპიდემიები გადაიტანეს და წამთ, რომ ღვთის წყალობით ერთად გადაიტანენ ამ განსაცდელსაც და "ერთად შეეგებებიან აღდგომის დღესასწაულს".

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი