logo_geo
ედიშერ ქარჩავა: არსებობენ მღვდლები და მორწმუნე მღვდლები
- +

26 მარტი. 2020. 01:02

 

 

საპატრიარქოს იურისტი და მედავითნე ედიშერ ქარჩავა სოციალურ ქსელ ფეისბუქში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, რომ რომელიმე ჩემთვის ახლობელი სასულიერო პირისთვის გული არ მეტკინა,მაგრამ ჩავთვალე რომ ეს გულისტკივილი მაინც გაგიზიაროთ:

24 მარტს, საპატრიარქოში მიმდინარე მეუფეების შეკრების შემდგომ, ერთ-ერთმა ჩემთვის უაღრესად დასაფასებელმა მეუფემ მითხრა საჯაროდ, რომ  - ხომ ხედავ, რა დრო დაგვიდგაო, ამიერიდან, უნდა განვასხვავოთ მღვდლები ერთმანეთისგან და უნდა ვუწოდოთ ასე: -მღვდელი და მორწმუნე მღვდელიო.

რა უნდა ვთქვა იმ მღვდელზე, რომელიც ეტყვის მორწმუნე მრევლს რომ უფლის ტაძარში არ მოხვიდე და სახლში დარჩიო”...

მეც იმედს ვიტოვებ, რომ როგორც პეტრე მოციქულმა სამგზის უარყო ქრისტე მამლის ყივილამდე, მაგრამ დარჩენილი სიცოცხლე სინანულსა და ქრისტესადმი უსაზღვრო სიყვარულში გაატარა, ამასვე ვუსურვებდი მათ და ჩემს თავსაც, ქრისტესმიერი სიყვარულით...

 

 

big_banner
არქივი