logo_geo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე და ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე
- +

15 აპრილი. 2020. 21:49

 

 

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.

 

ყოველდღე იცვლება გარემოებები. მთავარი საკითხი რაზეც უნდა შევთანხმებულიყავით, მოლოდინი ეხებოდა აღდგომის ღამის მსახურებას. ბევრი კონსულტაცია გახდა ამისთვის საჭირო. ბევრი პოზიციების დახვეწა და შეჯერება. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან არაერთი კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს მრევლისთვის ეკლესიების დახურვა და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშნვა ტრადიციულად. გათვალისწინებული იქნება ის მითითება, რაც სახელმწიფოს მხრიდან და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

 

big_banner
არქივი