logo_geo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არაფერი ირღვევა, თუ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც არ გავალთ საფლავზე
- +

15 აპრილი. 2020. 21:55

 

 

აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ტრაპეზი არ გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

 

სასურველია, რომ სადღესასწაულო, ტრადიციული ტრაპეზი არ გაიმართოს იმიტომ, რომ ეს დამატებით სირთულეს ქმნის, სუფრაზე ბევრი ხალხის თავმოყრა. ამიტომ, რეკომენდაციაში შედის ესეც“, - განაცხადა ჯაღმაიძემ

 

მისივე თქმით, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს სასაფლაოებზე გასვლისგანაც.

 

ასევე აღსანიშნავია სასაფლაოზე გასვლის საკითხიც. აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს. ამიტომ აქაც არაფერი ირღვევა, თუ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რასაც ხელისუფლება გვიწესებს, არ გავალთ საფლავზე. ჩვენ ყველა მადლიერებით უნდა შევუდგეთ ამ საქმეს, რასაც ჩვენ ექიმების და სახელმწიფოს სხვადასხვა სტუქტურების მხრიდან ვხედავთ. ასევე მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება. ამიტომ ვფიქრობ, მორწმუნე ადამიანებისთვის ეს უნდა იყოს ძალიან დიდი შეღავათი და სამადლობელი ყველასთვის, რომ ჩვენ შევძლებთ მსახურების აღსრულებას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

 

big_banner
არქივი