logo_geo
მეუფე ისაია: ჩვენი რწმენა გვავალებს, რომ სახელმწიფოს დავუჯეროთ.
- +

17 აპრილი. 2020. 20:52

 

 

 

„თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისაგან უარყოფას ქრისტესი, რაღაცნაირად ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ. მით უმეტეს, დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი, პანდემია ჰქვია ამას. რჩევები, რეგულაციები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და შეასრულოს”, – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. მეუფე ისაიას განცხადებით, “კომენდანტის საათის” დროს არ შესრულდება ღვთისმსახურება და სააღდგომო წირვა-ლოცვა დილით ჩატარდება.

 

„ქრისტიანები თავს დადებდნენ და წირავდნენ კიდეც, მაგრამ აქ სხვა სურათია, ეს არის ზრუნვა ჩვენთვის და მოყვასისთვის და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დილითაც შეიძლება, შევასრულოთ წირვა. ვფიქრობთ, რომ “კომენდანტის საათის” დროს არ შევასრულოთ ღვთისმსახურებაც და ჩავატაროთ დილით. ასეთი გვაქვს ჩვენ განზრახვა. პატრულის ხალხი არიან მოსული და ჩვენ გადავეცით მათ მადლობა, რომ სამსახურს ეწევიან და გვეხმარებიან წესრიგის დაცვაში. აქ მორიდებულობის დრო არ არის. ვინმე თუ ვერ აკეთებს, რაც საჭიროა, შეიძლება მივუთითოთ. რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, მათ უნდა გამოასწორონ. თუ მონიშნული ადგილი არ არის ტაძარში ცარიელი, მაში ის გარეთ უნდა დადგეს. გარეთაც ჩანს, სად უნდა დადგნენ. სახელმწიფო მეთაურს რომ 24-საათიანი კომენდანტი გამოეცხადებინა, მე მაგალითად ვერ დავარღვევდი. ვერავის მოვუწოდებდი, მაგრამ იქ იყო ნათქვამი, რომ ეკლესიის კარი არ არის დაკეტილი და ადამიანებს არ ეკრძალებათ იქ მისვლა. უბრალოდ, უნდა დავიცვათ წესები, თუ არადა, უფრო მკაფიოდ უნდა ითქვას. განსხვავებული დამოკიდებულებაა საზოგადოებაში ამ საკითხების მიმართ, როგორც ხალხში, ისე მრევლშიც, თავად სასულიერო პირებშიც, მღვდელმთავრებშიც და სახელმწიფო სამსახურებშიც. ვინმეს რომ ჰკითხოთ, კორონავირუსი შეგეყაროსო, არავინ იტყვის, მინდაო. იქნებ, ასეთიც იყოს ვინმე. შენ მარტო შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი“, – განაცხადა მეუფე იასაიამ.

 

big_banner
არქივი