საპატრიარქოს უწყებანის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის 1993 წლის სააღდგომო ეპისტოლედან ამონარიდი.
„პრაიმტაიმი“ ამონარიდებს უცვლელად გთავაზობთ. ნახეთ რაზე იყო მთავარი აქცენტი იმ წელს:
▪️„ბოლო დროს მრავალი უარყოფითი თვისებისა და ემოციის გამოვლენის მოწმენი გავხდით. ეკონომიკურმა გაჭირვებამ ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა და ზოგიერთში მომავლის სერიოზული შიში დაბადა.
▪️ხშირად გვესმის სიტყვები: „კატასტროფული მდგომარეობა“, „რა გვეშველება?“ არადა ვუწყით, „რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი – გამოცდილებასა.
▪️„რა გვეშველება?“ – ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი.
▪️პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.
▪️ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი?! ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია?!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე
1993 წელი