სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში შეკრებილებს, გიორგობის დღესასწაული მიულოცა, მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.
„იმედი მაქვს, დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც თქვენ თქვენს მამულს - საქართველოს დაუბრუნდებით. დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენ გავიხარებთ საქართველოში და აფხაზეთი და სამაჩაბლო ისევ საქართველოს ფარგლებში იქნება", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.