logo_geo
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ილია მეორე საზეიმო წირვას ამაღლების ტაძარში აღავლენს
- +

25 მაისი. 2017. 06:01



მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს იმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საზეიმო წირვას საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში, დილის, 10:00 საათზე აღავლენს. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი ილია მეორე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.


წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.


იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია ასევე ფერეიდანში, ირანში, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმებისგან წამებული ქართველების (XVII-XVIII საუკუნეებში) ხსენებას აღნიშნავს.


 

 

 

big_banner
არქივი