logo_geo
ილია მეორე: დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა აკრიტიკებენ ეკლესიას... არ უნდა შეგვეშინდეს ამის
- +

18 ივნისი. 2017. 13:47



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ეკლესია არის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს.


„დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა აკრიტიკებენ ეკლესიას. არ უნდა შეგვეშინდეს ამის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავსაყუდელი. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ყველაფერი კარგად იქნება. მომავლის იმედით უნდა ვიყოთ", - ბრძანა ილია მეორემ.


 

big_banner
არქივი