logo_geo
რა აჩუქა გიო ხუციშვილმა სიკვდილის წინ მეუღლეს?
- +

17 დეკემბერი. 2018. 15:00

 

 

„მისგან ნაჩუქარ ჯვარსა და ბეჭედს სულ თან ვატარებ – ეს ორი ნივთი გიოსგან თილისმასავით დამრჩა“, – ამის შესახებ გიო ხუციშვილის მეუღლე მაია ჯორჯაძე „თბილისელებს“ ესაუბრა.

 

„სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გიომ საქორწინო ბეჭედი დაკარგა. რომ მოიტანა, მითხრა-ეს რა დამემართა, ნეტა შენთვისაც გამეკეთებინა, ერთნაირები გვექნებოდაო. მოკლედ, ერთ კვირაში, ზუსტად იგივენაირი მეც მომიტანა. ხელები ერთმანეთს მივადეთ და ფოტო გადავიღეთ. რომ გარდაიცვალა, ტელეფონში ფოტოებს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე, რომ ის ბეჭედი 17 ნოემბერს მაჩუქა – ეს დღე ჩვენი ქორწინების დღეა“, – ამბობს მაია ჯორჯაძე.

 

წყარო - cnobisfurceli.ge

 

 

მისი თქმით, ქორწინების დღეს უბრალოდ მისტიკური დამთხვევა მოხდა.

 

„ჩვენი ცოლქმრობა ზღაპარი იყო, რომელიც არასოდეს დასრულდება“, - ამბობს მაია ჯორჯაძე.

big_banner
არქივი