logo_geo
ყველაზე მდიდარი კომიქსის გმირების რეიტინგი შეადგინეს
- +

7 ივლისი. 2017. 01:29



South China Morning Post-ის ჟურნალისტებმა, კომიქსის გმირების ფინანსური მდგომარეობა შეაფასეს და შესაბამისი რეიტინგი შეადგინეს.


პირველ ადგილზე, აფრიკული სახელმწიფოს მეფე T'Challa („შავი პანტერა"), რომლის განკარგულებაში დაახლოებით 500 მილიარდი დოლარია. მეორე პოზიციას ატლანტიდის პრინცი ნემორი იკავებს. ეს სუპერგმირი მსოფლიო ოკეანეებს აკონტროლებს და მისი შემოსავალი 260 მილიარდ დოლარს უტოლდება.


ტოპ სამეულს Black Bolt-ი ხურავს (შავი ელვა), რომელიც ძვირფასს ტერიგენისს კრისტალებს ინახავს. მისი საერთო ფინანსური მდგომარეობა 250 მილიარდ დოლარად შეფასდა.


მეოთხე პოზიციას 100 მილიარდი დოლარით დოქტორ დუმი იკავებს. მის შემდეგ მოდის ტონი სტარკი (რკინის კაცი), რომელმაც მამის მიერ დატოვებული ქონება, 80 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.


6. უილსონ ფისკი (the Kingpin) ადამიანი ობობის ერთ-ერთი ანტაგონისტი პერსონაჟი - 40 მილიარადი დოლარი;


7 ბეტმენი - 7-11 მილიარდი დოლარი;


8. ემა ფროსტი (თეთრი დედოფალი) - 11 მილიარდი დოლარი;


9. ნორმან ოსბორნი (მწვანე გობლინი) - 10 მილიარდი დოლარი;


10. ჩარლზ ქსავიერი (პროფესორი X) - 3,5 მილიარდი დოლარი;


11. ადამიანი ობობა - 2 მილიარდი დოლარი;


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი