logo_geo
დონალდ ტრამპი: ჩვენ დავნიშნავთ „ცოფიან ძაღლს“ თავდაცვის მდივნად
- +

3 დეკემბერი. 2016. 02:48



ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე გენერალი ჯეიმს მატისი წარადგინა.


ჩვენ დავნიშნავთ „ცოფიან ძაღლს" - მატისს თავდაცვის მდივნად, მაგრამ ამას მხოლოდ ორშაბათს გამოვაცხადებთ", - განაცხადა ტრამპმა ცინცინატში სიტყვით გამოსვლისას.


66 წლის გენერალი მატისი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტ მაიკლ ფლინთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ პომპეოსთან ერთად შეუერთდა.


ოთხი ვარსკვლავის მქონე გადამდგარი გენერალი მატისი აშშ-ს თავდაცვის სფეროში „ცოფიანი ძაღლის" სახელითაა ცნობილი და მკაცრი ხასიათით გამოირჩევა.


 

big_banner
არქივი