logo_geo
ალეპოში ომის შემდეგ პირველი სპექტაკლი დაიდგა
- +

8 ივლისი. 2017. 14:49



სირიის ქალაქ ალეპოში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ პირველი სპექტაკლი დაიდგა. წარმოდგენილი იყო „რომეო და ჯულიეტას" სირიული ვარიანტი.


ჩვენ ისევ ვხსნით თეატრებს. ეს იმის გააზრების საშუალებას გვაძლევს, რომ ქალაქი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა,"- განაცხადა ალეპოს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ჯააბერ ალ-საჯურმა.


მსახიობებმა ითამაშეს ორი სირიული ოჯახის კონფლიქტის ისტორია, რომლიდანაც ერთი ქვეყნის ხელისუფლების მომხრეა, მეორე კი მის წინააღმდეგ გამოდის. ისტორიის დასასრული ამ შემთხვევაში ბედნიერია, სადაც სიყვარული ყველა უთანხმოებას აგვარებს.


სპექტაკლზე დამსწრე მაყურებელს დადგმაში მონაწილეობა თავადაც მოუხდა. ისინი ტელეფონებით ანათებდნენ დარბაზს, რადგან ელექტროენერგია ხშირად წყდებოდა.




 

big_banner
არქივი