logo_geo
ორნელა მუტის პუტინთან ვახშმის გამო 6 თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს
- +

8 ივლისი. 2017. 17:26



იტალიის ქალაქ ტრიესტის სააპელაციო სასამართლომ მსახიობ ორნელა მუტის პირობითი სასჯელი შეუფარდა იმის გამო, რომ 2010 წელს მან ყალბი ბიულეტენი გააკეთა ვლადიმiრ პუტინთან ვახშმზე დასასწრებად. მაშინ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.


62 წლის მსახიობს 6-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მან ასევე 500 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს. სააპელაციო სასამართლომ 2015 წელს გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაწესებული სასჯელი შეამსუბუქა. მაშინ მსახიობს 8 თვიანი პატიმრობა და 600 ევრო ჯარიმა მიუსაჯეს.


სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაჩენი იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუკი ორნელა მუტი ქალაქ პორდენონეს ვერდის თეატრს ზარალის ასანაზღაურებლად 30 ათას ევროს გადაუხდის. საქმე ისაა, რომ მსახიობმა ბიულეტენი სპექტაკლის გასაუქმებლად გამოიყენა, თუმცა ჰონორარი მაინც აიღო.


ვლადიმერ პუტინთან საქველმოქმედო ვახშამი და კონცერტი სანკტ-პეტერბურგში 2010 წლის დეკემბერში გაიმართა. ეს მიღება ბავშვთა დაავადებებთან ბრძოლას მიეძღვნა და ორნელა მუტის გარდა, მას ესწრებოდნენ კევინ კოსტნერი, ჟერარ დეპარდიე, მიკი რურკი, გოლდი ჰოუნი, ვენსან კასელი, მონიკა ბელუჩი, კურტ რასელი და შერონ სტოუნი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი