logo_geo
ცოლ-ქმრის ჩხუბის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
- +

10 ივლისი. 2017. 20:07



ბრიტანული ავიაკომპანია Jet2-ის თვითმფრინავი, ცოლ-ქმრის მიერ ბორტზე ატეხილი ჩხუბის გამო, პორტუგალიაში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს.


ინციდენტი 6 ივლისს, ლონდონი-გრან კანარიას, რეისზე მოხდა. პოლინა გორდონმა და რონალდ ვილემ თვითმფრინავის ბორტზე ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს. ბორტგამცილებელსა და პოლიციელს მათი გაშველება დასჭირდათ, რადგან ბოლოს ისინი ნივთების სროლაზეც გადავიდნენ.


პორტუგალიის აეროპორტში დაშვების შემდეგ, მეუღლეები სამართალდამცველებს გადასცეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი