logo_geo
37 წლის შემდეგ ღამის კლუბში გართობისთვის მოხუცი ხართ!
- +

13 ივლისი. 2017. 01:57



დიდ ბრიტანეთში კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ 37 წლის შემდეგ ღამის კლუბებში გართობა რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ Mixmag-ი წერს.


კვლევაში 18 წელს გადაცილებულმა 5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ 37 წელი ის ზღვარია, რომლის შემდეგაც ღამის კლუბებში გართობა კარგ ტონად აღარ მიიჩნევა.


ამასთან, გამოკითხული ბრიტანელების უმრავლესობას ღამის კლუბებზე უარის თქმის სურვილი უფრო ადრეულ ასაკშიც უჩნდება.


გამოკითხულთა 46%-მა განაცხადა, რომ ღამის კლუბში დილამდე ცეკვას ტელევიზორის ყურება ურჩევნია. ამასთან, ბევრი წვეულებაზე უარს საკმარისი ფულის არქონის გამო ამბობს.


22 % აცხადებს, რომ ღამის კლუბებს იმიტომ არ სტუმრობს, რომ ხანგრძლივ შეკრებაზე დროის დახარჯვა არ უნდა. გამოკითხულთა 12%-მა  განაცხადა, რომ ისინი ღამით შვილებს მარტო ვერ ტოვებენ. დანარჩენების თქმით კი, ღამის კლუბებში მას შემდეგ აღარ დადიან, რაც მუდმივი პარტნიორები იპოვეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი