logo_geo
ჰონგკონგიდან ჩინეთში მიმავალ ქალს ტანზე მიკრული 102 iPhone აღმოაჩნდა
- +

15 ივლისი. 2017. 00:16

 

ჰონგკონგიდან ჩინეთში მიმავალი ქალი შეეცადა 102 iPhone გადაეტანა და ამისათვის მოწყობილობები ტანზე მიიმაგრა. სამართალდამცველებს მაშინვე თვალში მოხვდათ გამხდარი ქალის უცნაურად დიდი ზომის ზედაწელი და სიარულის უჩვეულო მანერა. ამბავი უცხოურ მედიაში გაჟღერდა


ქალს მაშინვე სკანერზე გავლა მოსთხოვეს, სადაც Apple-ის წარმოების ასზე მეტი მოდელის ტელეფონი აღმოაჩინეს.


ამჟამად დაკავებულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი