logo_geo
Facebook-ზე დადებული ფოტოს გამო მოკლული კაცისთვის 6 ადამიანი გაასამართლეს
- +

15 ივლისი. 2017. 00:56

 

 

შვედეთის ქალაქ ევლეს სასამართლომ მკვლელობაში მონაწილე 6 ადამიანი გაასამართლა. თითოეულს განსხვებული სასჯელი შეეფარდა. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი წერს.


გამოძიების თანახმად, 2015 წელს, 23 წლის რამინ შერზაიმ დაქორწინებულ ქალთან რომანი გააბა. რამდენიმე თვის შემდეგ, ქალი მეუღლესგან წამოვიდა და შემდეგ ურთიერთობა შერზაისთანაც გაწყვიტა.


როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნაწყენმა საყვარელმა შექმნა ყალბი Facebook-ექაუნთი, სადაც მისი და ქალის კოცნის ფოტო დადო. ამ ექაუნთიდან შერზაიმ მეგობრობა ქალის ყოფილ მეუღლეს და ნათესავს გაუგზავნა.


ახალგაზრდა კაცის ქმედებები ოჯახმა შეურაცხყოფად აღიქვა. რამდენიმე კაცმა, ის ევლეს ცენტრალური ქუჩიდან გაიტაცეს, სცემეს და უკაცრიელ ადგილას გაგუდეს.


სასამართლომ დაასკვნა, რომ მკვლელობა რამდენიმე ადამიანმა წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა. უვადო პატიმრობა 5 ადამიანს მიესაჯა, მათ შორის ქალის ქმარსაც, ხოლო ერთი ფიგურანტი,14 წლის თავისუფლების აღკვეთით გასამართლდა.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი