logo_geo
ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: ვფიქრობ, ზოგიერთ ასპექტში საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის სხვა კანდიდატი ევროპული ქვეყნები
- +

6 თებერვალი. 2024. 01:48

"გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, ზოგიერთ ასპექტში საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის სხვა კანდიდატი ევროპული ქვეყნები. ეს უნდა აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს," - ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლავდრიმ კრასიმ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს.

 

 

„ჩვენ დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, რომლებიც ერთობლივად ვპოზიციონირებთ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს ევროკავშირს. ეს სიკეთის მომტანი იქნება არა მხოლოდ თქვენი ხალხისთვის, არამედ, რაც მთავარია, კარგი იქნება ევროკავშირისთვის, როგორც ერთობისთვის“, - აღნიშნა ლავდრიმ კრასიმ.

big_banner
არქივი