logo_geo
აშშ-ში რადარებიდან გაქრა ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 5 საზღვაო ქვეითი იმყოფებოდა
- +

7 თებერვალი. 2024. 19:41

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში რადარებიდან გაქრა ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 5 საზღვაო ქვეითი იმყოფებოდა. ამის შესახებ ABC News-ი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსზე დაყრდნობით იტყობინება.

 

 

CH-53E Super Stallion-ის ტიპის ვერტმფრენი ლას-ვეგასიდან გაფრინდა და სან დიეგოს მახლობლად, მირამარის ავიაბაზაზე უნდა ჩაფრენილიყო.

 

 

სან დიეგოს ოლქის შერიფის დეპარტამენტის ცნობით, მათთან შეტყობინება ადგილობრივი დროით 01:50 საათზე შევიდა, თუმცა სამძებრო ვერტმფრენი შტორმის გამო ადგილზე ვერ ჩავიდა, ახლა კი ოპერაცია მაღალი გამავლობის ავტომობილების საშუალებით მიმდინარეობს.

big_banner
არქივი