logo_geo
ესპანეთის პოლიციამ ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი დააკავა
- +

18 ივლისი. 2017. 15:33


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კორუფციასთან დაკავშირებით, დღეს,ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი დააკავეს. მას ბრალი ედება არაკეთილსინდისიერ ადმინისტრირებაში, გაფლანგვასა და ფალსიფიცირებაში.


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად პოლიციამ მისი შვილი, გორკა ვილიარი დააკავა. ის ადვოკატად მუშაობდა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა.


ხოსე მარია ვილიარს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 1988 წლიდან უკავია.




 

big_banner
არქივი