logo_geo
ერთდღიანი ძებნის შემდეგ, საუდის არაბეთში მოკლე კაბით მოსიარულე გოგო დააკავეს
- +

19 ივლისი. 2017. 18:48



საუდის არაბეთის პოლიციამ დააკავა გოგო, რომელიც გუშინ ციხესიმაგრე ნეჯეში მოკლე კაბით სეირნობდა.


დაკითხვაზე, ახალგაზრდა გოგომ თქვა, რომ ვიდეო, რომელზეც ის მოკლე კაბით ციხესიმაგრე ნეჯეში სეირნობს, სოციალური ქსელის მის ექაუნთზე გოგოს ნებართვის გარეშე გამოაქვეყნეს. საქმე გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას გადაეცა.


გუშინ სოციალურ ქსელ Snapchat-ში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც მოკლეკაბიანი გოგო საუდის არაბეთში მდებარე ციხესიმაგრე ნეჯეში სეირნობს. ვიდეოს საუდის არაბეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ქალის დასჯას მოითხოვდა, ზოგი კიდევ მისი სიმამაცით აღფრთოვანებული იყო.


საუდის არაბეთში ქალებმა უნდა ატარონ გრძელმკლავიანი სამოსი აბაია, გარდა ამისა, თმა და სახე ნიქაბით უნდა ჰქონდეთ დამალული.



 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი