logo_geo
ზელენსკი პოლონეთსა და ევროკომისიას მიმართავს პოლონელი ფერმერების პროტესტთან დაკავშირებით
- +

22 თებერვალი. 2024. 01:44

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა პოლონეთსა და ევროკომისიას პოლონელი ფერმერების მიერ საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირებასთან დაკავშირებით და დიალოგისკენ მოუწოდა.

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან მთავრობას დაავალა, უახლოეს დროში, 24 თებერვლამდე უკრაინასა და პოლონეთს შორის საზღვარს ეწვიონ.

 

 

"და გთხოვთ, დონალდ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენც მობრძანდეთ საზღვარზე. ანდჟეი, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ დიალოგს. ეს არის ეროვნული უსაფრთხოება. ეს არ უნდა გადავდოთ. უახლოესი დღეები გვაძლევს ამის შესაძლებლობას", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

big_banner
არქივი