logo_geo
სახელმწიფო დეპარტამენტი მაკრონის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა
- +

28 თებერვალი. 2024. 00:17

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

"რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას შეუძლია ისაუბროს საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, ნატოს გენერალურმა მდივანმა გამორიცხა ნატოს ნებისმიერი ჯარისკაცის უკრაინაში საბრძოლველად ყოფნა", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

big_banner
არქივი