logo_geo
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს
- +

9 მარტი. 2024. 10:27

 

 

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს.

 

„თუ ისინი ამას მიიღებენ, მე ხელს მოვაწერ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტის შესახებ.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა ჩინურ კომპანია „ByteDance“-ს მოუწოდა, რომ TikTok-ზე უარი თქვას, ან აშშ-ში საქმიანობა აეკრძალება.

 

ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონიც უჭერს.

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი TikTok-ის აკრძალვას ეწინააღმდეგება, რადგან ეს ნაბიჯი კონკურენტ სოციალურ ქსელს „ფეისბუქს“ დაეხმარება.

 

big_banner
არქივი