logo_geo
ბრიტანეთი დრონების სავალდებულო რეგისტრაციას იწყებს
- +

23 ივლისი. 2017. 01:04


ბრიტანეთის ხელისუფლებას, დრონების გამოყენებისას უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, 250 გრამზე მეტი წონის უპილოტო საფრენი აპარატების რეგისტრაციის ვალდებულება შემოაქვს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.


გამოცემის მონაცემებით, დრონის მფლობელებმა, გარდა იმისა, რომ უნდა დაარეგისტრირონ საფრენი აპარატი, გამოცდაც კი უნდა ჩააბარონ მათი მოხმარებისას უსაფრთხოების საფუძვლებში და კონფიდენციალობის შესახებ კანონების ცოდნაზე.


„ეს ზომები მოსახლეობის დაცვისკენ და ამავდროულად დრონების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული" - აცხადებს ავიაციის მინისტრი, მარტინ კელანანი.


ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას წინ კვლევა უძღოდა, რომლის დასკვნითაც, 400 გრამზე მეტი წონის უპილოტო საფრენ აპარატს, ვერტმფრენთან დაჯახების შემთხვევაში, მისი საქარე მინის გატეხვა შეუძლია, პრკილოგრამიან დრონს კი - თვითმფრინავის დაზიანება. რამდენიმე შემთხვევის შემდეგ, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავები ძლივს ასცდნენ დრონთან შეჯახებას, მფრინავებმაც მოითხოვეს უპილოტო აპარატების მოხმარების წესების გამკაცრება.


გაზეთის ცნობით, ოთხი თვის განმავლობაში, სამოქალაქო ავიაციის მმართველთა საბჭომ 22 ასეთი ინციდენტი გამოავლინა. პოლიციამ აპარატების მფლობელთა ვინაობა ვერ დაადგინა.


როგორც ჩანს, ბრიტანეთში უპილოტო საფრენი აპარატები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პოლიციას დრონების ქვედანაყოფი უკვე ჰყავს , რომელიც ჰაერიდან იღებს დანაშაულის ადგილს, ავტოავარიებს და აკონტროლებს დაცულ ტერიტორიებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი