logo_geo
Google Play-ში ანდროიდისთვის საშიში 400-მდე აპლიკაცია იპოვეს
- +

23 ივლისი. 2017. 22:40



კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიამ Dr. Web Google Play-ში 400-მდე აპლიკაცია აღმოაჩინა, რომლებიც ანდროიდის სისტემას ავირუსებენ. ამის შესახებ Life.ru წერს.


სპეციალისტები მათ BankBot-ის ტროას ცხენს უწოდებენ. ანდროიდის სისტემაში მათი ჩამოტვირთვის შემთხვევაში, ისინი საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას იპარავენ და მოწყობილობებზე სრულ კონტროლს ამყარებენ.


ვირუსული აპლიკაციების მსხვერპლნი, ძირითადად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებლები აღმოჩდნენ. აპლიკაციებს, ერთი შეხედვით, სტანდარტული ფორმა აქვთ და ანდროიდის სისტემებისთვის უსაფრთხონი ჩანან.


აპლიკაციის ჩამოწერის დროს, თავდაპირველად, ეკრანზე მისი პატარა ნახატი (icon) ფიქსირდება, რომელიც მალევე ქრება. ამ დროს მომხმარებელს ჰგონია, რომ აპლიკაცია არ ჩამოიტვირთა, თუმცა ის სისტემაშია და მოწყობილობას ავირუსებს - ყველა SMS მიმოწერა, საბანკო ანგარიშები და სხვა ინფორმაცია კიბერდამნაშავის ხელში გადადის.


BankBot-ს ისეთი აპლიკაციებიდან შეუძლია ინფორმაციის მოპარვა, როგორებიცაა: WhatsApp, Viber, Messenger, Spanchat, Instagram და სხვა.


სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, არ ჩამოტვირთონ ისეთი აპლიკაციები, რომელთა შესახებაც ნაკლები ინფორმაცია აქვთ და არ მისცენ მათ მოწყობილობაზე სრული კონტროლის თანხმობა. მათ თქმით, აუცილებელია ანტივირუსის მუდმივი განახლებაც.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი