logo_geo
მსოფლიოს წლის საუკეთესო სატრანსპორტო ნაგებობა ნოემბერში დასახელდება!
- +

24 ივლისი. 2017. 02:22



მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალზე 18 ნომინაციაში წლის საუკეთესოებს 15-17 ნოემბერს, ბერლინში დაასახელებენ.


საუკეთესო სატრანსპორტო ნაგებობის საბოლოო ნომინანტთა სიაში 13 შენობა მოხვდა. მათ შორის ერთ-ერთ ფავორიტად ქალაქ ზაგრების ახალი აეროპორტი სახელდება, რომელიც ხორვატიის დედაქალაქში ოფიციალურად 2017 წლის მარტში გაიხსნა.


ზაგრების „ტუდმანის" აეროპორტის ვიზუალურ მხარეზე ადგილობრივმა დიზაინერებმა და არქიტექტრობემა იზრუნეს. მშენებლობაზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, აეროპორტის ფართობი კი თითქმის 66 ათასი კვადრატული მეტრია.


მშენებლობა ათი წელი მიმდინარეობდა და ჯამში, მისმა ღირებულებამ 260 მილიონი ევრო შეადგინა.


ნომინანტთა შორის კიდევ რამდენიმე აეროპორტი მოხვდა. მათ შორის ლოს-ანჯელესის, ველინგტონის, ოსლოსა და ჰელსინკის ახალი ტერმინალები. აგრეთვე სტოკჰოლმის ნავსადგური, გერმანიის ქალაქ ხემნიცის სატრანსპორტი სადგური, ბრაზილიის ქალაქ სალვადორის მეტროსადგური „სალვადორ-ბაია", ფინეთის ქალაქ ლაჰტის სამოგზაურო ცენტრი, ჩინეთის ქალაგ ჩანგშის სამგზავრო ხიდი, ინდოეთის ქალაქ პუნეს მულტიფუნქციური ავტოსადგომი, ყაზახეთის ქალაქ ასტანის ცენტრალური მეტროსადგური, იტალიის ქალაქ სალერნოს ნავსადგურის ტერმინალი.


 

 

სტოკჰოლმის ნავსადგურის საბორნე ტერმინალი

 

 

 

 

ლოს-ანჯელესის აეროპორტის ახალი ტერმინალი

 

 

 

 

ხემნიცის სატრანსპორტი სადგური, გერმანია

 

 

 

 

ქალაქ სალვადორის ერთ-ერთი მეტროსადგური, ბრაზილია

 

 

 

ქალაქ ლაჰტის სამოგზაურო ცენტრი, ფინეთი

 

 

 

 

ზაგრების ახალი აეროპორტი, ხორვატია

 

 

 

 

 ქალაგ ჩანგშის სამგზავრო ხიდი, ჩინეთი

 

 

 

 

ოსლოს აეროპორტის ახალი ტერმინალი, ნორვეგია

 

 

 

 

ჰელსინკის  აეროპორტის ახალი ტერმინალი, ფინეთი

 

 

 

 

ქალაქ პუნეს მულტიფუნქციური ავტოსადგომი, ინდოეთი

 

 

 

 

ასტანის ცენტრალური მეტროსადგური, ყაზახეთი

 

 

 

 

ველინგტონის აეროპორტის ახალი ტერმინალი, ახალი ზელანდია

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი