logo_geo
კანადა მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ისრაელსა და ღაზაში მოგზაურობისგან
- +

13 აპრილი. 2024. 23:26

ანადა მოქალაქეებს აფრთხილებს , თავი შეიკავონ ისრაელსა და ღაზაში მოგზაურობისგან.

 

როგორც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ „ტვიტერზე“ აღნიშნა, კანადელებმა, რომლებიც უკვე ამ ტერიტორიებზე არიან, უნდა განიხილონ კომერციული გზით გამოსვლა.

 

„ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, რეგიონული უსაფრთხოების სიტუაცია რჩება უაღრესად არასტაბილური და შეიძლება, გაფრთხილების გარეშე გამწვავდეს“, – წერს ჯოლი.

 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ელოდება, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას „უფრო ადრე, ვიდრე გვიან“.

big_banner
არქივი